„ნაციონალური მოძრაობისგან", „რესპუბლიკელებისგან" „პატრიოტთა ალიანსისგან" ლიდერს ვერ გამოვყოფდი",- ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ ვის მოიაზრებდა „ქართული ოცნება" საარჩევნოდ აჭარაში კონკურენტად. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ყველამ მშვენივრად იცის, ვინ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში.
„მოკლე პასუხი გახლავთ, რომ „ქართულ ოცნებას" სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. ჩემდა გასაოცრად, ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის" ორი ფრთა. ვაშაძე, კუბლაშვილი და იქვე შესული ბურჭულაძე, ვფიქრობ, მთავარი „ნაციონალური მოძრაობა" ეს გახლავთ. ნაღები ძალები გააერთიანა სააკაშვილმა, მისი ფავორიტი ვაშაძე, ბოლო წლებში ძალიან კარგად გვახსოვს, ბურჭულაძე და მისი განცხადებებიც, გაიხსენეთ, მთლიანად ემთხვეოდა ნაციონალებს, მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ულაგებდნენ მთლიანად მას სტრუქტურას. დღეს კი, ნახეთ, გაერთიანება როგორი მოხდა. ბურჭულაძეს ვთხოვდი, არ ეცრუა, და ბოლოს შეიგნო, მივიდა იქ, საიდანაც წამოვიდა. დღეს ბურჭულაძე აღარ ცრუობს, რომ „ნაციონალების" მხრიდან იყო მართული. მათგან მოვიდა და მათთან მივიდა, ამ მხრივ, მგონი, კითხვა აღარ არსებობს.
სამივე ერთი დონეა. „ნაციონალური მოძრაობისგან", „რესპუბლიკელებისგან" „პატრიოტთა ალიანსისგან" ლიდერს ვერ გამოვყოფდი. ვარშალომიძე ტელევიზიებში არ ჩნდება, რა უნდა თქვას, ძალიან ცოტას გამოდის და მოძრაობს. რა გაკეთდა მის დროს აჭარაში და რა გაკეთდა დღეს - ამას დაუდებენ და ამ საკითხს ერიდება. პოლიტიკოსები, რომლებსაც ბოლო ადგილი აქვთ განაღდებული, ისინიც გამოდიან და იძახიან, ჩვენ გავიმარჯვებთო, ამით აქეზებენ ამომრჩეველს, ამ მხრივ რიტორიკას ვერ დავუწუნებთ. შიგნით ყველამ მშვენივრად იცის, ვინც გაიმარჯვებს და როგორც გაიმარჯვებს. შედეგებსაც მალე ვნახავთ", - განაცხადა ივანიშვილმა.