-
+
5 აპრილი. 2023. 17:35
„დღეს ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. რა თქმა უნდა, მხოლოდ შიდა არჩევნებში. აბა, ზოგადად გამორიცხულია, ვინ იკადრებს,“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აღიარებათა სერიიდან:
- გუშინწინ კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობოების დახმარება. მორალური, რა თქმა უნდა. აბა, ფინანსური საიდან?!
- გუშინ პეტრე ცისკარიშვილმა თავის თავზე აიღო აქციის ორგანიზება. აქაც, სავარაუდოდ, მორალურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე უნდა იყოს საუბარი.
- დღეს ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. რა თქმა უნდა, მხოლოდ შიდა არჩევნებში. აბა, ზოგადად გამორიცხულია, ვინ იკადრებს…
რა ხდება, ვინმემ ხომ არ იცით?“ - წერს იონათამიშვილი.