logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: დღეს ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა
- +

5 აპრილი. 2023. 17:35

 

 

„დღეს ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. რა თქმა უნდა, მხოლოდ შიდა არჩევნებში. აბა, ზოგადად გამორიცხულია, ვინ იკადრებს,“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„აღიარებათა სერიიდან:

 

  1. გუშინწინ კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობოების დახმარება. მორალური, რა თქმა უნდა. აბა, ფინანსური საიდან?!

 

  1. გუშინ პეტრე ცისკარიშვილმა თავის თავზე აიღო აქციის ორგანიზება. აქაც, სავარაუდოდ, მორალურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე უნდა იყოს საუბარი.

 

  1. დღეს ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. რა თქმა უნდა, მხოლოდ შიდა არჩევნებში. აბა, ზოგადად გამორიცხულია, ვინ იკადრებს…

 

რა ხდება, ვინმემ ხომ არ იცით?“ - წერს იონათამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner