საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ებრაელ ერს პასექის დღესასწაულს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს ქართველი და ებრაელი ერის მტკიცე მეგობრობა განსაკუთრებულად ძვირფასია.
„ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს და მეგობრებს ვულოცავ პასექის უდიდეს დღესასწაულს. ეს დღე უფლის მიერ ებრაელების მონობისგან დახსნის, ფიზიკური და სულიერი თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოს წარმოადგენს. ჩვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ქართველი და ებრაელი ერის მტკიცე მეგობრობა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, ამიტომ პასექის (ფესახის) საზეიმო განწყობის გაზიარება თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ვულოცავ ჩვენს ებრაელ ძმებს და დებს პასექის ისტორიულ და სულიერ დღესასწაულს და მათ მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას ვუსურვებ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.