საფრანგეთის ქალაქ კოგოლენის მერმა მარკ ეტიენ ლანსადმა მუსლიმებს მოუწოდა, ფრანგულ წეს-ჩვეულებებს პატივი სცენ ან არ ჩამოვიდნენ ქვეყანაში. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ისე უნდა იქცეოდეთ, როგორც ის ხალხი, რომელმაც შეგიკედლათ, სხვა არაფერი. თუკი რომში მიგიღეს - მოიქეცით ისე, როგორც რომაელები. შეეცადეთ, შიშვლებმა გაიაროთ საუდის არაბეთში და ნახავთ, რაც მოგივათ", - თქვა ლანსადმა, რომელიც „ნაციონალური ფრონტის" წევრია. მან პირობა დადო, რომ ბურკინის აკრძალვას არ გააუქმებს ქალაქში.