logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ლევან კობიაშვილს, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში არჩეული პირველი ქართველი!
- +

5 აპრილი. 2023. 18:56

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ ლევან კობიაშვილის უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში არჩევას ეხმიანება.

 

შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ახალ პოზიციაზე წარმატებას უსურვებს.

 

„ვულოცავ ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში არჩეული პირველი ქართველი! თქვენი ლიდერობა და თავდადება შთააგონებს ფეხბურთელების მომავალ თაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმატებებს გისურვებთ ახალ როლში!“ - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner