საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ ლევან კობიაშვილის უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში არჩევას ეხმიანება.
შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ახალ პოზიციაზე წარმატებას უსურვებს.
„ვულოცავ ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში არჩეული პირველი ქართველი! თქვენი ლიდერობა და თავდადება შთააგონებს ფეხბურთელების მომავალ თაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმატებებს გისურვებთ ახალ როლში!“ - წერს შალვა პაპუაშვილი.