„დემოკრატობამ ლიბერალიზმს შეურყია იდეოლოგიური ჰეგემონია. ახლა კი, ლიბერალები პირდაპირ იწყებენ დემოკრატიული სისტემის უგულვებელყოფას. ტრამპის დაჭერა არის ამის მანიფესტი. ეს ყველასთვის პირდაპირი მესიჯია, რომ ჩვენ არალიბერალურ და ანტისისტემურ ძალებს არ გავაჭაჭანებთ, სულ რომ დემოკრატიის გაუქმება მოგვიწიოს,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ნუკრი შოშიაშვილი წერს.
როგორც შოშიაშვილი აღნიშნავს, ლიბერალური რეაქცია გლობალურ მასშტაბს აუცილებლად მიიღებს.
„ლიბერალური დემოკრატია, ანუ მსხვილი კორპორაციების, მენავთობეების, ულტრამილიარდერების და სხვადასხვა სახის ოლიგარქების მმართველობა არის ლიბერალურ დემოკრატიაში, ლიბერალებს უწევდათ დემოკრატიული პროცედურების გათვალისწინება, რათა სახე არ დაეკარგათ. სწორედ ამ დემოკრატობანას თამაშში, შესაძლებელი გახდა მთელი რიგი რამ - პირველ რიგში არჩევნებით არალიბერალები, კონსერვატორები, სადღაც კი ანტისისტემური ძალები მოსულიყვნენ. დემოკრატობამ ლიბერალიზმს შეურყია იდეოლოგიური ჰეგემონია. ახლა კი, ლიბერალები პირდაპირ იწყებენ დემოკრატიული სისტემის უგულვებელყოფას. ტრამპის დაჭერა არის ამის მანიფესტი. ეს ყველასთვის პირდაპირი მესიჯია, რომ ჩვენ არალიბერალურ და ანტისისტემურ ძალებს არ გავაჭაჭანებთ, სულ დემოკრატიის გაუქმებაც რომ მოგვიწიოს. ლიბერალური რეაქცია გლობალურ მაშტაბს აუცილებლად მიიღებს. ვინც თავი ამოყო დემოკრატიის წყალობით, ყველას შეეცდებიან თავში ჩაარტყან.
მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ მზად იყავით ლიბერალური რეაქციისთვის, ლიბერალური რეპრესიებისთვის. მზად იყავით უხეში ძალისთვის. ახლა გამოჩნდება, რამდენად შეგიძლიათ ვაჭრუკანებს და მათ იდეოლოგიას დაუპირისპრიდეთ. სადაც ლიბერალები გაიმარჯვებენ, იქ იქნება მარცხი, იქ იქნება რეგრესი, განუვითარებლობა, სისხლი. გახსოვდეთ, ჩვენს სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი რამე არსებობს. ლიბერალების გამარჯვება არის თქვენი შვილების გადაკეთება, მასშტაბური სოციალური ინჟინერია, პოსტჰუმანიზმი, თქვენი უფლებების შეზღუდვა და ყველა ვინც არ იქნება ლიბერალი, ადამიანად არ ჩაითვლება. ამიტომ, მინდა გითხრათ, სამწუხაროდ ბნელი ეპოქის ყველაზე მძაფრ პერიოდში შევდივართ. რა ვქნათ, ეს არ იყო ჩვენი ნება და არჩევანი, მაგრამ ეს უკვე კარზე მომდგარი რეალობაა. გახსოვდეთ ეს დღე, ბევრი უბედურების ათვლის წერტილია. ყველა მზად იყავით ამისთვის. როგორც შიში ვერ გიხსნის სიკვდილისგან, ისე მოუმზადებლობა და თვალის დახუჭვა ვერ გვიხსნის იმ ტირანიისგან რაც მოდის,“ - წერს ნუკრი შოშიაშვილი.