logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ვიზიარებ ბატონი ჯამლეტის ოჯახის, სპორტული საზოგადოებისა და სრულიად საქართველოს მწუხარებას
- +

5 აპრილი. 2023. 21:06

 

სალომე ზურაბიშვილის ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს უსამძიმრებს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი საქმისადმი სიყვარულითა და ღირსებით ახერხებენ განსაკუთრებული კვალის დატოვებას. სწორედ ასეთი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე - ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს - ხმა, რომელთანაც სპორტი და გამარჯვება ასოცირდებოდა.

აღსანიშნავი და დასაფასებელია ბატონი ჯამლეტის ღვაწლი ქართულ-ებრაული მეგობრობის განმტკიცებაში. ვიზიარებ ბატონი ჯამლეტის ოჯახის, სპორტული საზოგადოებისა და სრულიად საქართველოს მწუხარებას“, - წერს პრეზიდენტი.

ლეგენდარული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner