სალომე ზურაბიშვილის ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს უსამძიმრებს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი საქმისადმი სიყვარულითა და ღირსებით ახერხებენ განსაკუთრებული კვალის დატოვებას. სწორედ ასეთი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე - ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს - ხმა, რომელთანაც სპორტი და გამარჯვება ასოცირდებოდა.
აღსანიშნავი და დასაფასებელია ბატონი ჯამლეტის ღვაწლი ქართულ-ებრაული მეგობრობის განმტკიცებაში. ვიზიარებ ბატონი ჯამლეტის ოჯახის, სპორტული საზოგადოებისა და სრულიად საქართველოს მწუხარებას“, - წერს პრეზიდენტი.
ლეგენდარული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.