logo_geo
eng_logo
მაკრონი: ჩინეთი წამყვან როლს ასრულებს უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზის პოვნაში
- +

5 აპრილი. 2023. 21:10

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეთანხმება ჩინეთის სამშვიდობო გეგმას უკრაინასთან დაკავშირებით, ეს ცხადყოფს, რომ პეკინს სურს მშვიდობისკენ მიმავალი გზის გაკაფვა.

ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის წინ, რომელიც ხვალ პეკინში შედგება, მაკრონმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ჩინეთის 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, თუმცა დასძინა, რომ ევროპელებმა უნდა ითანამშრომლონ ჩინეთთან უკრაინაში ომიდან გამოსავლის მოსაძებნად.

ჩინეთს, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო დღეებში, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ვეთანხმებით თუ არა ყველაფერს [ჩინეთის გეგმაში]? არა. თუმცა ეს ცხადყოფს ნებას, შეასრულოს პასუხისმგებლიანი როლი და შეეცადოს გაკაფოს გზა მშვიდობისკენ. ჩვენ, ევროპელები, შეცდომას დავუშვებთ, თუ რუსეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანა იქნება, რომელიც ჩინეთს ესაუბრება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner