ამერიკაში მმართველი პარტია ფაქტობრივად აკონტროლებს მედიას და ცდილობს გაანადგუროს ოპოზიციის ლიდერი, - განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და გერმანიაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, რიჩარდ გრენელმა.
„საკმაოდ აღმაშფოთებელია იმის ყურება, თუ რა ხდება შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში ჩვენ გვყავს მედია, რომელიც ამხნევებს მმართველ პარტიას. ამერიკაში მმართველი პარტია - „დემოკრატები“ - აკონტროლებს მედიას და ცდილობს გაანადგურონ ოპოზიციის ლიდერი“, - აღნიშნა მან.
გრენელის თქმით, მიუხედავად ამისა, ამერიკელები, რომლებიც არ არიან გატაცებული პოლიტიკით, აღშფოთებულნი არიან იმით, რაც ტრამპთან დაკავშირებით ხდება.