logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: 4 წლის განმავლობაში აჭარაში ტურიზმი 80 %-ით გაიზარდა
- +

1 სექტემბერი. 2016. 12:55



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აჭარაში  ინვესტიციებმა და ტურიზმა საგრძნობლად იმატა 4 წლის განმავლობაში, ვიდრე ეს „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში იყო.


„როდესაც ამბობენ, გაჩერდა აჭარა, რის საფუძველზე ამბობენ? როდესაც ინვესტიციები ორნახევარჯერ გაიზარდა, თითქმის  80%ით გაიზარდა ტურიზმი, თუ 8 წელიწადში „ნაციონალურმა მოძრაობამ" 200 სასტუმრო ააშენა, 170 სასტუმრო 4 წელიწადში აშენდა. ინვესტიციას რაც შეეხება, 41 ახალი საწარმო გაიხსნა  4 წლის განმავლობაში.  მე რომ მოვედი პოლიტიკაში,  60 საწარმოს  ვპირდებოდი საქართველოს, იმის მერე გაცილებით მეტი საწარმო აშენდა, ახლა რატომ არ კითხულობენ?  რა აძლევს საფუძველს იმისი, რომ აჭარა გაჩერდა? მშენებლობა აჭარაში 70 პროცენტით არის გაზრდილი. ციფრები აბსოლუტურად სხვა რამეს მეტყველებენ",- განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner