logo_geo
eng_logo
ბრაზილიაში, საბავშვო ბაღზე თავდასხმას, სულ მცირე, 4 ბავშვი ემსხვერპლა
- +

6 აპრილი. 2023. 01:34

ბრაზილიაში, ქალაქ ბლუმენაუში საბავშვო ბაღზე თავდასხმას, სულ მცირე, 4 ბავშვი ემსხვერპლა, კიდევ ოთხი - დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაჯახით შეიარაღებული 25 წლის მამაკაცი საბავშვო ბაღს დაახლოებით დილის 09:00 საათზე დაესხა თავს.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner