logo_geo
eng_logo
ჩავუშოღლუ: თურქეთს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლება სურს
- +

6 აპრილი. 2023. 00:44

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლება სურს.

სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქეთის ხელისუფლება ხედავს, რომ მხარეები უახლოეს თვეებში სერიოზული შეტევისთვის ემზადებიან, თუმცა უკრაინაც და რუსეთიც უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.

„ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ ამით და გავაგრძელებთ ძალისხმევას გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფით, რათა რაც შეიძლება მალე დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner