logo_geo
eng_logo
ჯონ კირბი: აშშ არ ახალისებს უკრაინელებს უკრაინის ფარგლებს გარეთ დარტყმების განხორციელებისკენ
- +

6 აპრილი. 2023. 00:45

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ არ ახალისებს უკრაინელებს უკრაინის ფარგლებს გარეთ დარტყმების განხორციელებისკენ.

ჯონ კირბიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს რუსეთის შიგნით განხორციელებულ ტერაქტებთან კავშირი აქვთ.

„ამ ომის პირველივე დღიდან, ჩვენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვუწევთ სადაზვერვო და საინფორმაციო მხარდაჭერას, რათა მათ უკეთესად დაიცვან თავი, ჩაატარონ ოპერაციები და განაგრძონ რუსების მიერ უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიის უკან დაბრუნება. [...] მე არ ვისაუბრებ დეტალურად იმის შესახებ, რა სადაზვერვო ინფორმაციაა ან როგორ ხდება მისი მიწოდება, მაგრამ ის მიზნად ისახავს [უკრაინის] დახმარებას, დაიცვას თავისი ტერიტორია. ჩვენ არ ვახალისებთ უკრაინელებს უკრაინის ფარგლებს გარეთ დარტყმისკენ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner