logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე: ისე, დღეს პუტინთან ამერიკის ახალი ელჩი იყო სიგელით მისული - ჩვენთან აქვთ დიდი გული
- +

5 აპრილი. 2023. 22:58

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ხოფერიას შტატებთან რამდენიმე ქვეყნის ურთიერთობის ცვლილების მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ აშშ-ს საქართველოსთან აქვს „დიდი გული“.

„თურქეთმა ამერიკის ელჩს „კარი მიუკეტა“. სი ძინპინი უარს ეუბნება ბაიდენს შეხვედრაზე. ბელარუსიდან საერთოდ გააგდეს ამერიკის საელჩო. ისე, დღეს პუტინთან ამერიკის ახალი ელჩი იყო სიგელით მისული... ჩვენთან აქვთ დიდი გული!“ - წერს ხოფერია.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner