logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე: ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში
- +

5 აპრილი. 2023. 23:01

"იმ დონემდე მივიდნენ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ვაშინგტონიდან, თავად იძლევიან აღიარებით ჩვენებებს, იმის შესახებ, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება უნდათ!" - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

გვენეტაძე ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში!

„იმ დონემდე მივიდნენ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ვაშინგტონიდან, თავად იძლევიან აღიარებით ჩვენებებს, იმის შესახებ, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება უნდათ! რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს! არცერთი სიტყვა 7-8 მარტის ვანდალურ მოვლენებზე! არცერთი შეფასებითი განცხადება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობაზე! უფრო მეტიც, საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებები აშშ-დან თავისუფლების ქანდაკების ფონზე დასცხეთ, მიაწექით, დაწვით! და უცბად ვითომდაც მოსამართლეების კორუმპირებულობით, ფაქტების გარეშე 9 აპრილის წინა დღეებში მხარს უჭერენ ხ ა ბ ე ი შ ვ ი ლ ს! მოკლედ ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში!“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner