logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორეხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?!
- +

5 აპრილი. 2023. 23:02

"როცა ყოფილი პრეზიდენტი და ნახევარი პოლიტიკური კლასი ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს, ამ დროს იცლიან და ქართული სასამართლოს „გადარჩენისთვის იბრძვიან“?! ვინმეს სჯერა ამ სისულელის?“ - ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.

„ყველაზე სამარცხვინო არის ჩანაწერი, რომ მოსამართლეთა დასანქცირების გადაწყვეტილება თურმე „სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით მიიღეს. რას ნიშნავს სანდო წყაროზე დაყრდნობით, სხვა ქვეყნის მოსამართლეების დასანქცირება? ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორეხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! ასევე სამარცხვინოა, როცა „მეგობრის“ ნიღაბს ამოფარებული უხეშად ცდილობ ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევას. ეს არის ქვეყნის შანტაჟი და სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა. სხვა ლოგიკური და რაციონალური ახსნა ამ ნაბიჯს უბრალოდ არ აქვს. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკვალოდ არ ჩაივლის და, სამწუხაროდ, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაში მხოლოდ ნეგატიურ როლს ითამაშებს“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner