logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ სააკაშვილისეული მეთოდით ვერ იმოქმედებდა!
- +

1 სექტემბერი. 2016. 12:56



საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში აჭარის მედიასთან შეხვედრისას გონიოს მიწებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა:


„მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა ახალი ხელისუფლების, რომ ისე სწრაფად ვერ მოქმედებს, როგორც ხდებოდა წინა ხელისუფლებაში. აქაც, ჩემი აზრით, არის გადაჭარბებული მოლოდინი მოსახლეობის მხრიდან. გახსოვთ, როგორ ერთი ხელის მოსმით აჩუქა სააკაშვილმა გონიოს მიწები საზოგადოებას და ასევე ერთი ხელის დაკვრით წაართვა უკან. ეს იყო მმართველობის „კარგი" მაგალითი.

 

დღეს კი, მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გააკეთა ხაბაძემ. ძალიან ბევრი გააკეთა აჭარის მთავრობამ. ამ მიმართულებით არის წინსვლა. არ შეიძლება, რომ სააკაშვილისეული მეთოდით ემოქმედა „ქართულ ოცნებას". ხაბაძე სააკაშვილის მსგავსად ვერ აჩუქებდა ამ მიწებს ვერავის. მაგრამ, წინსვლა იმ დაპირებებში, რაც მოსახლეობას დავპირდით, ნამდვილად არის. გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული უკეთესობისკენ და სასამართლოს დონეზეა მიყვანილი. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო უახლოეს პერიოდში ამ უსამართლობას აღადგენს და მესაკუთრეებს მიწები დაუბრუნდებათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner