logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მე ყველას პირობას ვაძლევ, საქართველოში და საქართველოს გარეთაც - ვერცერთი უსამართლო ქმედებით ვერ მოხდება სასამართლო დამოუკიდებლობის ხელყოფა, ჩვენ არასდროს დავუბრუნდებით წარსულს
- +

6 აპრილი. 2023. 00:05

"ეს ლოგიკური იქნებოდა. ვიმსჯელებთ რა ტიპის რეაგირება უნდა გვქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის წესები უნდა იყოს დაცული," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას - აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირების საკითხზე მოითხოვს თუ არა ქართული მხარე კონკრეტული მტკიცებულებების გადმოცემას.

„მაგრამ, მე ყველას პირობას ვაძლევ, საქართველოშიც და საქართველოს გარეთ - ვერცერთი უსამართლო ქმედებით ვერ მოხდება სასამართლო დამოუკიდებლობის ხელყოფა და ჩვენ არასდროს დავუბრუნდებით იმ წარსულს, როდესაც ნაცმოძრაობის ხელით იმართებოდა სასამართლო სისტემა. მე ამის პირობას ვაძლევ ქართულ საზოგადოებას და ყველას. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და მისი ინსტიტუტები იყოს დამოუკიდებელი, ამისთვის აგვირჩია ჩვენ ხალხმა მათ შორის. ჩვენ ამომრჩევლის წინაშე ვართ პასუხისმგებელი, ფიცი გვაქვს დეპუტატებს დადებული, რომ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და სახელმწიფო ინსტიტუტების ძლიერებას და ვიმოქმედებთ ბოლომდე ამ ფიცის შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner