logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: 2012 წელს პროცესი რომ ჩემგან მართული არ ყოფილიყო, ასე ლამაზი შედეგი ვერ დადგებოდა
- +

1 სექტემბერი. 2016. 12:59



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის ახალ პროექტში - „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლისას საკმაოდ კარგი მენეჯმენტი აჩვენა და 2012 წელს პროცესი რომ მისგან მართული არ ყოფილიყო,„ლამაზი შედეგი ვერ დადგებოდა".



რობერტ სტურუა სამჯერ ამოვიდა მაშინ ჩემთან და მეუბნებოდა, რომ იცოდე, უსისხლოდ ამათ ვერ გაუშვებთო. ბოლოგაოცებული იყო, რა მოხდა და რა მოახერხეთო. გარწმუნებთ, რომ გუნდის ბევრმა წევრმა ჯერ კიდევ არ იცის და არ შეუფასებია, რა მოხდა იმ არჩევნებში. ცოტა გვიან, დრო რომ გავა, 10 წლის შემდეგ მინდა კიდევ დამატებითი შეფასება გავაკეთო, როგორი მენეჯმენტი მოვახერხე და გავაკეთე. აგზნებულ გუნდს, ყველაფერზე წამსვლელ ნაციონალურ მოძრაობას" არ მივეცით ქვეყნის დანგრევის საშუალება. ბოლოს ცდილობდნენ იმის გაფორმებას, თითქოს ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარეს. კი არ გადააბარეს, გადავაბარებინეთ და მეტი გზა არ დავუტოვეთ. ეს იყო სწორედ ხელოვნება. მე მონაწილე და ლიდერი ვიყავი ამ პროცესებში და ეს მაძლევს უფლებას, ამომრჩეველს შევახსენო, რომ მე კარგი როლი ვითამაშე და ესეც უმატებს ჩემს სიტყვებს ფასს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner