logo_geo
eng_logo
აჭარა ტურისტულ შესაძლებლობებს იტალიაში გაეცნენ
- +

6 აპრილი. 2023. 12:49

 

 

 

აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს იტალიაში, ბერგამოს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ. გამოფენის ვიზიტორებს აჭარის სტენდთან ქართული ღვინის, ჩირეულის, ყველისა და ჩურჩხელის დაგემოვნების, ასევე ქართული ფოკლორის ნახვის საშუალება ჰქონდათ. აჭარის და ზოგადად საქართველოს, იტალიაში პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ქედის მერიის წარმომადგენლებთან ერთად უწევდა. ქართული ფოლკლორი  იტალიაში არსებულმა ქართველი ემიგრანტების ანსამბლმა „სტუდია ჯორჯია“ წარმოადგინა. გამოფენა ძირითადად ორიენტირებული იყო ეკო და სოფლის ტურისტულ პროდუქტებზე. მასში იტალიის ცალკეულ რეგიონებთან და ევროპულ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდა ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაცია, რომლის წევრიცაა აჭარა.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წლის ბოლომდე გააგრძელებს. ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 20 ქვეყანაში განხორციელდა. მათ შორისაა ბერლინის, ისრაელის, მადრიდის, მილანის და სხვა ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner