logo_geo
eng_logo
„ისლამურმა სახელმწიფომ“ რომის პაპი ნომერ პირველ მტრად დაასახელა
- +

1 სექტემბერი. 2016. 13:02



„ისლამურმა სახელმწიფომ" რომის პაპი ფრანცისკე „ურჯულოების" გამო, „ნომერ პირველ მტრად" დაასახელა.



ტერორისტულმა დაჯგუფებამ, მის კუთვნილებაში არსებულ, ყოველთვიურ სამხედრო გამოცემაში, პაპს „ურჯულო" უწოდა და ჰომოსექსუალების მფარველობაში დაადანაშაულა, რაც მათი თქმით, ამორალურია.


მანამდე კი, „ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამყაროს აღსასრულია ნაჩვენები.


ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ ისინი პაპის მკვლელობას გეგმავენ. ვიდეოში ჩანს ტანკები, რომლებიც პოსტაპოკალიფსური რომისკენ მიიწევენ და ისმის განცხადებები, რომ „ისლამური სახელმწიფო" ქალაქს დაიკავებს, ქალებს მონებად წაიყვანს და გაანადგურებს ყველა ჯვარს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner