logo_geo
eng_logo
გივი თარგამაძე „ქართულ ოცნებას“: ყველანი სათითაოდ, ნაღდად გადაიკუზებით ოთხზე და დარჩენილი ცხოვრება სიამოვნება არ მოგაკლდებათ
- +

6 აპრილი. 2023. 13:49

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გივი თარგამაძე, სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

თარგამაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს „ოთხზე გადაკუზვა“ ემუქრებათ. ასევე, მოუწოდებს ბლინკენს, არ შეჩერდეს და სანქციების დაწესება განაგრძოს.

 

„საქართველო ცალ ფეხზე არ დადგება! ეს აიღეს ქოცებმა ლოზუნგად. საქრთველო არა, აი თქვენ კი, ყველანი სათითაოდ, ნაღდად გადაიკუზებით ოთხზე, ბორინკას ენაზე - Раком და დარჩენილი ცხოვრება სიამოვნება არ მოგაკლდებათ. Don't stop, Mr. Blinken,“ - წერს გივი თარგამაძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner