logo_geo
eng_logo
დავით მამისეიშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე: განცდა არის მხოლოდ ერთადერთი - ეს არის ზეგავლენის მოპოვება და ჩვენი სასამართლოს დისკრედიტაცია
- +

6 აპრილი. 2023. 15:25

 

 

დავით მამისეიშვილი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება. ამ თემაზე კომენტარი მოსამართლემ „ქრონიკასთან“ გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ საქმე სასამართლოზე გავლენის მოპოვებასა და მის დისკრედიტაციაშია.

 

„მათი ძირითადი მიზანი არის ჩვენი დისკრედიტაცია, რასაც უკვე მრავალი წელია ახორციელებენ. გამოდის, რომ ჩვენ, მოსამართლეებმა, გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ვიფიქროთ იმაზე, მოეწონება თუ არა ეს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის საელჩოს და თუ არ მოეწონება, მაშინ იგივე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით. [სანქციების დაწესება] გაუგონარი ფაქტი იყო - ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე. განცდა არის მხოლოდ ერთადერთი - ეს არის ზეგავლენის მოპოვება და ჩვენი სასამართლოს დისკრედიტაცია“, - აცხადებს მამისეიშვილი.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner