logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რაღაცისთვის ისჯება, ეს რაღაც კი ომში არ ჩართვა და მშვიდობაა
- +

6 აპრილი. 2023. 16:09

 

 

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით აშშ-მა საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს პერსონალური სანქციები დაუწესა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოსამართლეთა დასანქცირება კორუფციას უკავშირდება, რომლის შესახებ ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს სანდო წყარომ მიაწოდა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, აშშ საკუთარი გადაწყვეტილებით ღიად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, რაც, მისივე განმარტებით, საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის შემდგომ ფუნქციონირებას

 

„სამწუხაროდ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ფაქტების შესახებ დუმს, მათი აპელირება მხოლოდ ე.წ. სანდო ინფორმაციის შესახებ ხდება, რაც ეჭვქვეშ აყენებს გადაწყვეტილების სანდოობას. აშშ საკუთარი გადაწყვეტილებით ღიად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის შემდგომ ფუნქციონირებას. ჩვენ გვახსოვს, იყო შემთხვევა, როდესაც აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა ჩვენს მოსამართლეს, კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ახსნა განმარტება მოსთხოვა, ეს უკვე იყო წითელი ხაზების გადაკვეთა. აშშ-ს საელჩომ საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, უნდა თქვას ვინ არის ე.წ. სანდო ინფორმაციის მიმწოდებელი ორგანიზაცია, რას შეიცავს მიწოდებული ინფორმაცია და ა.შ. აუცილებელია საზოგადოება იცნობდეს ქვეყნის მტრებს!

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არ არის არგუმენტირებული, რაც გადაწყვეტილების მერკანტილურ მიზნებს უსვამს ხაზს. მათი გადაწყვეტილება აპრიორი პირუთვნელ სიმართლეს არ ნიშნავს, რადგან გვახსოვს წარსული, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ განცხადებებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ მცდარ ინფორმაციებს ეყრდნობოდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რაღაცისთვის ისჯება, ეს რაღაც კი ომში არ ჩართვა და მშვიდობაა. მშვიდობას მაღალი ფასი აქვს,“ - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner