logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: „ნაცებისთვის“ სულ ერთია რის გამო გამოვა ხალხი ქუჩაში, მთავარია როგორმე ქვეყანას ავნონ
- +

6 აპრილი. 2023. 16:15

 

 

„ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციების დროს ხალხი ქუჩაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყვანა, პეტრემ ერთი თვეც ვერ მოითმინა და თქვა ის, რაც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო, სასარგებლო იდიოტმა (ცისკარიშვილმა) პირდაპირ აღიარა, რომ მარტის აქციები არა ახალგაზრდების, არამედ „ნაცების“ მიერ იყო ორგანიზებული, არადა თითქმის ერთი თვე საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ,“ - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

ჩიხელიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, საკუთარ თავზე მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ:

 

„დადასტურდა, რომ არ არსებობენ აპოლიტიკური ახალგაზრდები, არსებობენ მართული ახალგაზრდები, რომლებიც ფულის და სხვა სიკეთეების სანაცვლოდ მზად არიან არა მმართველი პარტიის, არამედ ხალხის წინააღმდეგ წავიდნენ. ცისკარიშვილის განცხადების შემდეგ დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტი მხოლოდ საბაბი იყო, „ნაცებისთვის“ სულ ერთია რის გამო გამოვა ხალხი ქუჩაში, მთავარია როგორმე ქვეყანას ავნონ. ცისკარიშვილი ამაყობს, რომ ხალხი ქუჩაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყვანა, საინტერესოა ცისკარიშვილის აღიარების შემდეგ, იღებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლობას, რუსთველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე? სხვისკენ თითის გაშვერა ადვილია, პასუხისმგებლობის აღება რთული. გეყოთ გამბედაობა, თქვენს ქმედებაზე ერთხელ მაინც აიღეთ, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner