logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ამერიკის მოქალაქე არ შემოუშვა საქართველომ საზღვარზე და უცბად გაჩნდა სანქციებიც, კორუფციაო იძახიან მოსამართლეზე, რომელიც 6 წელია საერთოდ არ გაკარებია სასამართლოს
- +

6 აპრილი. 2023. 16:26

 

 

ექსპერტი ირაკლი ლატარია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად აშშ-ის მოქალაქეს, ჯეიმსონ მარშალ ქომინსს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მარშალ ქომინსი უშუალოდ მონაწილეობდა გასული თვის აქციების ორგანიზატორების, მათ შორის „ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენლების დატრენინგებაში.

 

„ყოჩაღ აშშ-ს, შურისძიებაც ასეთი უნდა, რა კორუფცია, რა მურუსიძე იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი? ჩვენიანს შეეხები საფუძვლიანად? ჩვენ დაგსჯით უსაფუძვლოდ. ეგაა და ეგ ე.ი. რა ხდება? ამერიკის მოქალაქე არ შემოუშვა საქართველომ საზღვარზე, რადგანაც ის იყო ერთ ერთი ორგანიზატორი იმ წვრთნისა, რომელსაც „ფრანკლინის კლუბი“ ჰქვია. არ შემოუშვეს ყმაწვილი და უცბად გაჩნდა სანქციებიც, მაგრამ რაღაც უაზრო მიზეზით. კორუფციაო იძახიან მოსამართლეზე, რომელიც 6 წელია საერთოდ არ გაკარებია სასამართლოს როგორ მწყდება გული, როდესაც ასეთ რაღაცებს ვაწყდებით. როგორი უსუსურები ვართ ამ დროს დიდი მეგობარი თუ მოინდომებს, გაგაკოტრებს, დაგსჯის, არ შეგიშვებს თავისთან და თან მიზეზსაც არ გეტყვით.

 

რეალური მიზეზი კი სანქციებისა და დასჯა ყველასი - სავარაუდოდ ეს არის „სწორედ ამ კონტექსტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა აშშ-ს მოქალაქეს, ჯეიმსონ მარშალ ქომინსს, ევრაზიის საკითხებში ამერიკელ სპეციალისტს, რომელიც მანამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში იმყოფებოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ის უშუალოდ მონაწილეობდა გასული თვის აქციების ორგანიზატორების, მათ შორის „ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენლების დატრენინგებაში,“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner