ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. ამჯერად, გზის საფარი წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე განახლდა. პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, რის შემდეგაც დაზიანებული საფარის რეაბილიტაცია დაიწყო - მოეწყო გზის საფუძველი, ბორდიური, ახლა კი ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. შედეგად, ორბელიანის ქუჩაზე გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება.
საგზაო ინფრასტრუქტურა 2 000-მდე კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. სამუშაოების ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს. პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრიმ“ განახორციელა.
ადგილობრივ მოსახლეობას მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდნენ.