logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი აჭარის მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს
- +

1 სექტემბერი. 2016. 13:05



საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარის მედიასთან შეხვედრაზე 4 წლის მანძილზე აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა და „ქართული ოცნების" დეპუტატების წასვლაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„მოგეხსენებათ, კოალიცია დაიშალა, ამის მიზეზებიც იცით, როგორ გავიდნენ კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატები", ამის შემდეგ კოალიციის შიგნით ხდებოდა წევრების მხრიდან ზედმეტი თამაში. საბოლოო ჯამში მოხდა ასე. ეს ხდება პოლიტიკაში და საზოგადოებამ ეს სწორად უნდა შეაფასოს. ზოგიერთი დეპუტატი კომიკურად მოიქცა. ისინი, ჩემი აზრით, პასუხს მიიღებენ და უნდა მიიღონ საზოგადოების მხრიდან.

 

ზოგადად, აჭარის მთავრობას აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ერთად შევაფასებდი დადებითად. ბევრი პოზიტივი გაკეთდა და თუ გვინდა, რომ ეს კარგად დავინახოთ, უნდა შევადაროთ, რა გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის პერიოდში და რა გაკეთდა ბოლო 4 წელიწადში.

 

იყო შეკითხვებიც, შეცდომებიც, მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ დემოკრატიულ მმართველობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner