logo_geo
eng_logo
მარტვილში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

6 აპრილი. 2023. 17:02

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია.

 

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკის მთლიანი ტერიტორიის განახლება ხორციელდება, რაც სავალი ნაწილის  შეცვლას, ახალი სკამების, ურნების და განათების დამონტაჟებას, გაზონების გალამაზებას და სკვერის გამწვანებას ითვალისწინებს.

 

„განახლებული რეგიონების“ პროექტის პირველი ეტაპით განსახორციელებელი სამუშაოების ფარგლებში თავისუფლების ქუჩაზე განხორციელდა შენობების: საკრებულოს, მერიის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, საქართველოს ფოსტის, ლიბერთი ბანკის, სასტუმროს და  8 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია, დაიგო ტროტუარები, ასევე რეაბილიტირდა სამი სკვერი.

 

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner