ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოეხმაურა აშშ-ის მოქალაქის, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის საქართველოს საზღვარზე არ შემოშვების ფაქტს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მოწინააღმდეგე არცერთ დესტრუქციულ სუბიექტს არ უნდა მიეცეს არეულობების დაგეგმვის საშუალება.
როგორც ანალიტიკოსი წერს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მოწინააღმდეგე არცერთ დესტრუქციულ სუბიექტს არ უნდა მიეცეს არეულობების დაგეგმვის საშუალება.
„ნაცლიბერალ ფაშისტებს თურმე ახალი „აკერმანი“ ჰყოლიათ - აშშ-ის მოქალაქე, ჯეიმსონ მარშალ ქომინსს, ევრაზიის საკითხებში ამერიკელ სპეციალისტი, რომელიც ახლახან მანამდე თბილისში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის უშუალოდ მონაწილეობდა გასული თვის აქციების ორგანიზატორების, მათ შორის „ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენლების დატრენინგებაში. ქომინსი საქართველოში უკან დაახლოებით თვის ბოლოს დაბრუნდა. სწორედ ამ პერიოდში მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მოწინააღმდეგე არცერთ დესტრუქციულ სუბიექტს არ უნდა მიეცეს არეულობების დაგეგმვის საშუალება. კრებსითი ჯეიმსონ მარშალ ქომინსები Not Welcome in Sakartvelo!“ - წერს გია აბაშიძე.