logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: თუ სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერ მივაღწიეთ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება
- +

1 სექტემბერი. 2016. 13:11



„მაინტერესებს, რისთვის ვაკონტროლებ მოსამართლეს და გამოვიყენე სასამართლო, რატომ მჭირდება მე სასამართლოს კონტროლი? არავითარი პირადული ინტერესი არ მაქვს, გარდა ზოგადისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს ევროპულს", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ისაუბრა.


როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სასამართლო სისტემა დღეს საქართველოში თავისუფალი ხდება და ხელისუფლება მას არ აკონტროლებს.


„ძალიან ცუდია ასეთი სახის დაპირისპირება. ძალიან ცუდია, რომ მოსამართლეები საჯარო სივრცეში პასუხობენ ერთმანეთს და გამოდიან. ამას ვინც უყურებს, ძალიან კარგად შეუძლია გაიგოს,  რეალურად რა ხდება. თვს შევიკავებდი ანალიზისგან, რადგან სასამართლოა. ყველაზე დიდი ჩვენი მონაპოვარი ეს იყო, რომ სასამართლოს ძალა მიეცა. საერთო სასამართლოს, ნახეთ, როგორ ექცევიან, ისიც მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ვეღარ იყენებენ ისე, როგორც იყენებდნენ. პროკურატურა რასაც ეტყოდა, იმას აკეთებდა სასამართლო. მე მაბრალებენ, რომ ვაკონტროლებ სასამართლოს. მაინტერესებს, რისთვის ვაკონტროლებ მოსამართლეს და გამოვიყენე სასამართლო, რატომ მჭირდება მე სასამართლოს კონტროლი? არავითარი პირადული ინტერესი არ მაქვს, გარდა ზოგადისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს ევროპულს. ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ლომის წვლილი აქვს სასამართლოს. თუ მოსახლეობამ სამართლიანობა ვერ იგრძნო და სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერ მივაღწიეთ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციების შედარება, როგორი იყო სასამართლო და როგორი არის დღეს. თუ ვინმე კანონმა დასაჯა, ამბობენ, ივანიშვილმა დასაჯა, ივანიშვილის პატიმარია. ერთადერთი ამ შემთხვევაში შეიძლება ჩემზე გაკეთდეს აქცენტები. სტანდარტები, რომელიც დავტოვე გუნდში და დღესაც სარგებლობენ, მოსამართლეებმაც დაინახეს. ნახეს, რომ თავისუფლები არიან და ხელისუფლება არ აკონტროლებს სასამართლოს. კანონს იცავენ თვითონ მთავრობის წევრები  და მისი მეთაური, არ ერევიან სასამართლო სისტემაში. მოკლედ შევაფასებდი, ძალიან კარგად ჩანს საერთო სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლოც თავს აღწევს „ნაციონალური მოძრაობის" უხეშ მმართველობას. პაპუაშვილის წასვლამდე მოსამართლეების ნაწილმა იგრძნეს  თავისუფლება",- განაცხადა ივანიშვილმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner