logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ქვეყნის, რეგიონის მომავალი დგას განათლებულ თაობაზე, ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა გავხადოთ თანაბრად შესაძლებელი
- +

6 აპრილი. 2023. 18:20

 

 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ 2023 წელს დაგეგმილი პროგრამები განიხილეს. მაია ხაჯიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, ახალგაზრდობის, სპორტის მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამების შესახებ დეტალური გეგმა წარუდგინა.

 

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

 

ქვეყნის, რეგიონის მომავალი დგას განათლებულ თაობაზე. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ყველა მუნიციპალიტეტში იყოს თანაბრად შესაძლებელი. წელს ვგეგმავთ ათი ახალი სკოლის მშენებლობას და 70 სკოლის რეაბილიტაციას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ 1000 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

აჭარაში მიმდინარეობს 80 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. შენდება განათლებისა და მეცნიერების ქალაქი. იწყება სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, რომელიც 1000 სტუდენტზეა გათვლილი. 2023 წელს, აჭარაში გაიმართება 300-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, ასევე საერთაშორისო დონის ფესტივალები. გაგრძელდება ავარიულ მდგომარეობაში არსებული ძეგლების აღდგენა და ურბანული შენობების რეაბილიტაცია.

 

მთავრობის მეთაურის თქმით ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერა, ინიციატივებისა და პროექტების დაფინანსება კიდევ უფრო გაძლიერდება. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ბიუჯეტი 40% ით გაიზარდა. შესაბამისად, გაგრძელდება სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამები.

 

ასევე, გაიზარდა სპორტის დაფინანსება და ხელშეწყობა და სპორტსმენებს აქვთ მნიშვნელოვანი შედეგები. მათ მოიპოვეს 289 მედალი, მათ შორის 96 ოქრო. აჭარის განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობისა და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner