logo_geo
eng_logo
დავით მამისეიშვილი: გამოდის, გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ვიფიქროთ იმაზე, მოეწონება თუ არა ეს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის საელჩოს
- +

6 აპრილი. 2023. 18:55

 

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება.

 

ის მიიჩნევს, რომ საქმე სასამართლოზე გავლენის მოპოვებასა და მის დისკრედიტაციაშია.

 

„მათი ძირითადი მიზანი არის ჩვენი დისკრედიტაცია, რასაც უკვე მრავალი წელია, ახორციელებენ. გამოდის, რომ ჩვენ, მოსამართლეებმა, გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ვიფიქროთ იმაზე, მოეწონება თუ არა ეს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის საელჩოს და თუ არ მოეწონება, მაშინ იგივე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით. [სანქციების დაწესება] გაუგონარი ფაქტი იყო - ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე. განცდა არის მხოლოდ ერთადერთი - ეს არის ზეგავლენის მოპოვება და ჩვენი სასამართლოს დისკრედიტაცია“, - აცხადებს მამისეიშვილი „იმედთან“ საუბარში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner