logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: აჭარის ხელისუფლებამ დაიწყო ახალი დემოკრატიული მეთოდებით მართვა
- +

1 სექტემბერი. 2016. 13:14



„აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ და მისმა ხელისუფლებამ დაიწყო ახალი მეთოდებით ქვეყნის მართვა, ჭეშმარიტად დემოკრატიული, გამჭვირვალე მეთოდებით მართვა", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„დღეს მთავრობის კრიტიკა ყველას შეუძლია. ყველას შეუძლია კითხვის დასმა. მედიას ვერავინ ვერსად ემალება. ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ დემოკრატიული მმართველობის სწავლა და ეს მოხდა, საუბედუროდ, ახლა და არა იმ მოგონილი ფასადური დემოკრატიის პირობებში. ჩვენ გვაქვს დიდი წინსვლა. საზოგადოებაც სწავლობს ნელ-ნელა. ჩვენ არ გვქონდა დემოკრატიული მმართველობის გამოცდილება და 4 წლის მანძილზე გვაქვს საოცარი წინსვლა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner