logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთისთვის იარაღის მიწოდება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს
- +

6 აპრილი. 2023. 19:38

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მან გააფრთხილა ჩინეთი, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს.

„ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი პირდაპირ ან ირიბად არ მიაწვდის სამხედრო აღჭურვილობას რუსეთს, რადგან ყველამ ვიცით, რომ აგრესორის შეიარაღება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს ჩვენს ურთიერთობას“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner