ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით 34 რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასროლილი რაკეტებიდან, სულ მცირე, ხუთი ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ხოლო დანარჩენი რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთოების კაბინეტის სხდომა ჩანიშნა ისრაელში მიმდინარე ვითარების შესაფასებლად.