logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი სანქცირებულ მოსამართლეებზე: ლეგიტიმური შეკითხვა გვაქვს პარტნიორებთან - გაგვაცანით, რა კორუფციული „ქეისები“ არსებობს
- +

6 აპრილი. 2023. 20:36

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებამ კითხვები გააჩინა, რასაც მეტი სიცხადე სჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ თუნდაც დახურულ ფორმატში პარტნიორი პარტნიორს უნდა დაელაპარაკოს და კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს.

„საუბარია კორუფციულ საქმიანობაზე და ლეგიტიმური შეკითხვა გვაქვს პარტნიორებთან - გაგვაცანით ჩვენ და გავაცნოთ საზოგადოებასაც რა კორუფციული „ქეისები“ არის. სანამ ეს იქნება მხოლოდ სიტყვის დონეზე დარჩენილი, მაშინ ეს უფრო ბევრ შეკითხვას ბადებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner