logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე ლილუაშვილის განცხადებაზე: აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება! საკმარისია ის, რაც აქამდე აკეთეს ამ ე.წ. „ტრენერებმა“
- +

6 აპრილი. 2023. 20:42

"აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება! საკმარისია ის, რაც აქამდე აკეთეს ამ ე.წ. „ტრენერებმა“ - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას აშშ-ს მოქალაქის საქართველოში არ შემოშვების საკითხზე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საკმარისია ნამდვილი ინტელიგენციის, ნამდვილი გმირების, ნამდვილი ისტორიის ჩარეცხვა და მათ ადგილას ლომჯარია-გიგაურების, ლევან ბერძენიშვილებისა და მოლოტოვის კოქტეილების მსროლელების „დანიშვნა".

გრიგოლ ლილუაშვილი - ამერიკის საელჩო არ დაგვიკავშირდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. მე მიზეზი არ ვიცი, სავარაუდოდ, ალბათ თვითონაც კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით... მას შემდეგ რაც ის მხილებული იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც წარმოდგენილი იყო აქ. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე, დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების, ასე ვთქვათ, დატრენინგებასა და მითითებების მიცემაში და ასე შემდეგ.
აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება! საკმარისია ის, რაც აქამდე აკეთეს ამ ე.წ. „ტრენერებმა".
საკმარისია ტვინის იმ ფორმით გამორეცხვა, რომელიც რაღაც ეფემერული მიზნის გამო, ახალგაზრდებს „ცალ ფეხზე დგომას" აიძულებს.
საკმარისია ნამდვილი ინტელიგენციის, ნამდვილი გმირების, ნამდვილი ისტორიის ჩარეცხვა და მათ ადგილას ლომჯარია-გიგაურების, ლევანა ბერძენიშვილების და მოლოტოვის კოქტეილების მსროლელების „დანიშვნა". ხალხი თავისი სათქმელს დიდი ხანია ამბობდა. სახელმწიფოც უკვე ხალხის მხარეს დადგა“- წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner