logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: უახლოეს მომავალში აჭარაში ყველა ჰესი აშენდება
- +

1 სექტემბერი. 2016. 13:17



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრა რეგიონულ მედიასთან" ქედაში ახალი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, აჭარა ძალიან მდიდარია ენერგორესურსით, მაქსიმალურად უნდა იქნას ეს რესურსები ათვისებული და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში აჭარაში ყველა ჰესი აშენდება.


 

„შუახევჰესი როდესაც გავხსენი, სააკაშვილმა თქვა, რა ჰესი გახსნაო. „ტატა ჯგუფი" ინდური კომპანიაა, პირადად მე სამჯერ ჩავედი და როგორც იქნა დავითანხმე. 400 მილიონზე მეტი ინვესტიციაა იქ, ასეთი მსხვილი ინვესტიცია წინა ხელისუფლების დროს არ შემოსულა. ამას მოჰყვა უფრო დიდი ინვესტიციები. საუბედუროდ, ნავთობზე ფასის ვარდნამ დროებით შეაფერხა ენერგეტიკის სამინისტრო, რაღაც პაუზა გაკეთდა, რენტაბელობის პრობლემა დადგა, რამეთუ გაიაფდა ელექტროენერგია ნავთობის გაიაფებასთან ერთად. თუმცა, ეს გადალაგდება აუცილებლად, ჩვენ ჩვენი ენერგორესურსი - აჭარა ამით ძალიან მდიდარია, - მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, ამიტომ ყველა ჰესი აშენდება უახლოეს მომავალში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner