ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მათ არ შემოუშვეს საქართველოში აშშ-ს მოქალაქე, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ფოჩხუა მიღებულ გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ადამიანი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ეწეოდა ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ატრენინგებდა დესტრუქციულ ძალებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობად, გაშიფრეს და არ შემოუშვეს.
„ როგორ ჰგონია ვინმეს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იტყვის რამეს ისეთს, რაც ფაქტებით არ დადასტურდება?
დიახ, მარშალ ქომინსი სუსმა არ შემოუშვა საქართველოში. ეს ადამიანი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ეწეოდა ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ატრენინგებდა დესტრუქციულ ძალებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობად, გაშიფრეს და არ შემოუშვეს, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ზუსტად
ამას ვერ გვპატიობენ ქვეყნის მტრები, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა, ეკონომიკა წინ მიიწევს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად მუშაობს, ამ შემთხვევაში სუსი.
რა ოპერციებიც მომზადდა საზღვრებს გარეთ, ყველა გაიშიფრა და ჩაიშალა, ეს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა.
ჩემგან კი მადლობა ბატონ გრიგოლს.“- წერს ნინო ფოჩხუა.