logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი: საქართველოს არ ჰყავს უკეთესი მეგობარი ან მხარდამჭერი, ვიდრე აშშ-ია და ეს ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში
- +

6 აპრილი. 2023. 20:54

"საქართველოს არ ჰყავს უკეთესი მეგობარი ან მხარდამჭერი, ვიდრე აშშ-ია და ეს ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რომ მან ააშენოს დემოკრატია, რაც ქართველ ხალხს სურს, "– ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველანაირი ჩვენი დახმარება, თითოეული დოლარი, რაც აშშ-ის გამოუყვია საქართველოსთვის, ეს არის დემოკრატიის მშენებლობისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თავდაცვისა და საზღვრების დაცვისთვის. ეს არის ის, რაც აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველოს წარმატება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner