ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვედრაზე განუცხადა, რომ პეკინის მთავარი პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინაში ომის დასრულების მიღწევაა.
„ჩინეთი ყველა მხარეს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერება და ერთად იმუშაონ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პირობების შესაქმნელად. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მცდელობებს, რომელიც ცეცხლზე ნავთს დაასხამს და სიტუაციას გაართულებს“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
„ჩინეთი მხარს უჭერს ევროპას იდეებისა და წინადადებების წარდგენაში უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, რომელიც ეფუძნება საკუთარ ფუნდამენტურ და გრძელვადიან ინტერესებს და ხელს უწყობს დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი ევროპული უსაფრთხოების ჩარჩოს ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა მან.