logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი მომდევნო კვირას ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
- +

7 აპრილი. 2023. 01:28

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი მომდევნო კვირას ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდნენ და მას მოუწოდეს, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.

გასულ კვირას კი ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ეწვია ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner