logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია - ქვეყანაში არ შემოუშვას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შეპყრობილი ტრენერების მანტიას ამოფარებული აგენტები, არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება
- +

6 აპრილი. 2023. 22:20

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან დაადასტურა ინფარმაცია, რომ აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში ქართული სახელმწიფოს გადაწყვეტილებით არ შემოვიდა,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია, ქვეყანაში არ შემოუშვას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შეპყრობილი ტრენერების მანტიას ამოფარებული აგენტები, არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და საჭირო პასუხი კითხვაზე - საქართველო სახელმწიფოა თუ არა?

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან დაადასტურა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში ქართული სახელმწიფოს გადაწყვეტილებით არ შემოვიდა. იგივე ზომები უნდა მიეღო სახელმწიფოს აკერმანის შემთხვევაშიც, რადგან ყოველი პირი, რომლის უკან ქართული სახელმწიფოსადმი ანტისახელმწიფოებრივი მიზანია, ამ წესს უნდა დაექვემდებაროს და წარსულშიც უნდა დაქვემდებარებოდა. ჩვენ დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალა ქვეყნის შიგნითაც გვეყოფა, დამატებით ამერიკიდან მოწვეულ „მშვიდობის მტრედებზე“ (ტრენერებზე) რომ არ იხარჯებოდეს თანხა. ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია - ქვეყანაში არ შემოუშვას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შეპყრობილი ტრენერების მანტიას ამოფარებული აგენტები, არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და საჭირო პასუხი კითხვაზე - საქართველო სახელმწიფოა თუ არა?“ - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუკზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner