საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას, თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობა შეაფასა.
„დედაქალაქის მერის საქმიანობა რომ შევაფასოთ, უნდა ვნახოთ, რა გაკეთდა ქალაქში. როგორი ქალაქი ჩაიბარა და როგორია ახლა. იქაც იმავეს ამბობენ, რომ გაჩერდა ყველაფერი, ამ დროს, თუ ციფრებს შევხედავთ, ყველაფერი პირიქითაა. ყველაფერი გაცილებით მეტი შენდება და მეტი კეთდება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.