იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის ლეიკეიმიის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ BBC მილანის კლინიკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, 86 წლის პოლიტიკოსმა ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბერლუსკონი სუნთქვის გართულების გამო, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.