logo_geo
eng_logo
ლევან მურუსიძე აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებაზე: ეს, საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, ამიტომ პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში უნდა იყოს, რა თავდასხმები ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხრიდან
- +

6 აპრილი. 2023. 23:26

"ეს, რაც ხდება, საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, ამიტომ სურვილი გვაქვს პრემიერ-მინისტრს შევხვდეთ," - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც საკითხი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას ეხება, ეს საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის სუვერენიტეტთან და ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოში არის მთავარი ფიგურა და ის უნდა იყოს საქმის კურსში თუ რა საფრთხეები ემუქრება მართლმსაჯულებას, რა გამოწვევები არსებობს და რა თავდასხმები ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხრიდან“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner